სოციალური საწარმო ლურჯი ალავერდი

არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება-მ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდში მცხოვრებ ქალებთან ერთად ჩამოაყალიბა სოციალური საწარმო „ლურჯი ალავერდი“ მდგრადი სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს უქმნის. სოციალური საწარმოს მიზანია ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, დასაქმების და გადამზადების გზით. 

„ლურჯი ალავერდი“ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

საკონფერენციო სივრცის მომსახურება 25 ადამიანზე იდეალური ადგილი მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისა თუ შედარებით დიდი მასშტაბის კონფერენციის ჩასატარებლად. საკონფერენციო სივრცე სრულად არის აღჭურვილი თანამდეროვე აპარატურით.  ტრენინგის მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ კვების მომსახურებით, რომელიც მომზადდება ლურჯი ალავერდის სამზარეულოში; 

საოჯახო სასტუმროს განთავსების სერვისი: საოჯახო სასტუმრო მოიცავს 4 კომფორტულ საძინებელ ოთახს, 19 საწოლით და დასასვენებელ სივრცეებს. თითოეულ ოთახს აქვს სველი წერტილი და აბაზანა, ცხელი და ცივი წყალი. ოთახებიდან  იშლება კავკასიონის  ულამაზესი ხედები. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული აუთენტური სამზარეულო და განიტვირთონ მყუდრო გარემოში. 

კაფე  - ვიზიტორებს თავაზობს მრავალფეროვან მენიუს, ცივ და ცხელ ქართულ  აუთენტურ ქართულ კერძებს, დესერტს, სასმელს. შეთავაზებული კერძები მზადდება სოციალურ საწარმოში არსებულ სამზარეულოში, რომელიც აღჭურვილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად და კერძებს ამზადებენ ადგილობრივი გამოცდილი ქალბატონები.  სტუმრებს ასევე საშულება აქვთ გასინჯონ პანკისურ ხინკალი, რომელსაც ლურჯი ალავრედის პარტნიორი ორგანიზაცია მზრუნველობის ცენტრი „მედინა“ 2015 ბენეფიციარები ამზადებენ, 

გატანის სერვისი/სტაჟირება - ადგილობრივი ქალების მიერ, „ლურჯი ალავერდი“-ს კეთილმოწყობილ სამზარეულოში მზადდება მომხმარებლისათვის უსაფრთხო, ახალი და გემრიელი შეკვეთები, როგორც დადგენილი მენიუს მიხედვით ასევე ნებისმიერი შეკვეთით. ჩვენი პროფესიონალი მზარეულები ასევე სთავაზობენ სტაჟირების პროგრამას, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ მრავალფეროვანი კერძების მომზადება.

ყველის შესანახი/სამაცივრე და რძის შემოწმების ლაბორატორია - „ლურჯი ალავერდის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ყველის წარმოების მულტიფუნქციური ახალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, სადაც მოწყობილია თუშური და ადგილობრივი ყველის საუკეთესო შესანახი მაცივარი. იქვე შესაძლებელია ყველის დაფასოება როგორც მთლიანი თავის ასევე მცირე ნაჭრების სახით. ასევე ხდება დაბრენდვა, შემსყიდველებთან დაკავშირება და ადგილობრივ ფერმერთა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლება, კონსულტაციები და ქოუჩინგი ყველის წარმოების ღირებულების ჯაჭვთან დაკავშირებით. რძისა და ყველის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით ყველის შესანახი/სამაცივრეს ინფრასტრუქტურაში მოწყობილია მინი ლაბორატორია და სადაც კვალიფიციური ვეტერინარი მუდამ მზად არის მოემსახუროს ფერმერებს. 

ყველის კულტურული მარშრუტი - ყველის კულტურული მარშრუტში, ჩართულია 10 მცირე ფერმერი, მათ შორის 5 თუშეთში, 5 ზემო და ქვემო ალავანის და ილტოს ხეობის მიმართულებით. თითეული ლოკაცია ინკლუზიური და ადაპტირებულია სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით. ტურის დროს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს ვთავაზობთ ყველის და რძის ნაწარმის კეთების მასტერკლასებს, პროცესის დაკვირვებასა და/ან მასში მონაწილეობის მიღებას სურვილის მიხედვით. ყველის კულტურული მარშრუტი წარედგინება კულტურის სამინისტროს სერტიფიკატის მოპოვების მიზნით. სერტიფიცირება ხელს შეუწყობს მარშრუტის პოპულარიზაციას და ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების მოზიდვას, რაც თავის მხრივ დამატებით შემოსავალს ნიშნავს საოჯახო მეურნეობებისთვის და ყველის მწარმოებლებისთვის
 

  • AGAJ