დონორები

ოქსფამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს სიღარიბის დასაძლევად. „ოქსფამ-დიდი ბრიტანეთი“ (Oxfam GB) არის  დამოუკიდებელი, 17 ორგანიზაციისგან შემდგარი კონფედერაციის „ოქსფამ ინთერნეიშენალის“წევრი ორგანიზაცია. „ოქსფამის“ ხედვაა მსოფლიო სიღარიბის გარეშე, მსოფლიო, სადაც ხალხს შეუძლია გავლენა  მოახდინოს იმ გადაწყვეტილებებზე,  რომლებიც  ცვლიან მათ ცხოვრებას, გამოიყენოს საკუთარი უფლებები და განსაზღვროს საკუთარი პასუხისმგებლობები. მსოფლიოს მაშტაბით ოქსფამი ეძებს პრაქტიკულ და ინოვაციურ გზებს ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ სიღარიბისგან თავის დახსნა. ოქსფამი მუშაობს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და მოწყვლად ქალებთან და კაცებთან სიღარიბის გამომწვევი უსამართლობის აღმოსაფხვრელად.
ეროვნული ლატარიის ფონდი (BLF) გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც პასუხისმგებელია  ეროვნული ლატარიის  მიერ მოძიებული ფონდების  განაწილებაზე ქველმოქმედების მიზნით.ეროვნული ლატარიის ფონდი აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც გამიზნულია სხვადასხვა თემებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად. ფონდი აფინანსებს პროექტებს ჯანდაცვის, განათლების და გარემოს დაცვის სფეროებში. 2004 წლიდან ფონდმა 6.2 მილიარდი ფუნტი გაიღო 130 000 პროექტის დასაფინანსებლად. 

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის  სტრუქტურაა. სხვა    ფედერალურ სტრუქტურებთან ერთად, SDC პასუხისმგებელია  შვეიცარიის საერთაშორისო   განვითარების საკითხების და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციაზე და ასევე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით გაწეულ საქმიანობებზე.  

                      

სლოვაკეთმა შექმნა საკუთარი ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩო განვითარების ხელშეწყობისთვის. სწორედ ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფუძნა და მისი საბიუჯეტო ორგანიზაცია. სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო პასუხისმგებელია განვითარების ორმხრხივი და სამმხრივი პროექტების მართვაზე სამინისტროს შიგნით. იგი წარმოადგენს ორმხრივი პროგრამების ადმინისტრირების და კონტრაქტირების ერთეულს.  მის მოვალეობებში შედის განვითარების ორმხრივი და სამმხრივი პროქეტების კონტრაქტირება, იმპლემენტაცია, მონიტორინგი და შეფასება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი არის ბრატისლავაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთის რესპუბლიკის და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ, შტირინში (ჩეხეთის რესპუბლიკა) 2000 წლის 9 ივნისს. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და ინსტიტიციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, როგორც ვიშეგრადის რეგიონის ქვეყნებს შორის ასევე, ამ რეგიონის და სხვა ქვეყნებს შორის., განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. ფონდი წარმართავს რამდენიმე საგრანტო პროგრამას. გრანტები გაიცემა ორიგინალური პროექტების დასაფინანსებლად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კულტურა, მეცნიერება და კვლევა, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ტურიზმის ხელშეწყობა ისევე როგორც სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით

 

ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს, დაბრუნებული მოსახლეობის რეინტეგრაციის ხელშეწყობით დაიწყო. დღესღეობით, საქმიანობის დაწყებიდან 10 წლის თავზე, PIN-ის მისია საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამოსავალ პრინციპს კვლავ წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფა უფლებით თავისუფლად განკარგონ საკუთარი სიცოცხლე. საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, განსაკუთრებით სოფლად. დღესდღეობით, PIN-ი თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან.

 

ორგანიზაცია "გადავრჩინოთ ბავშვები"  არის  ერთ-ერთი  წამყვანი  არასამთავრობო  ორგანიზაცია, რომელიც  მუშაობს  ქვეყანაში მოწყვლადი მოსახლეობის  დასახმარებლად. ძირითადი  მიმართულებებია ჯანდაცვა, განათლება,  ქალებისა და  ახალგაზრდების გაძლიერება, დინამიური  და ინოვაციური პროგრამები, რომელიც  ბენეფიციარებს აძლევს  შესაძლებლობას დამოუკიდებლად განაგრძონ  განვითარება მომავალში. ორგანიზაციამ  „გადავრჩინოთ ბავშვები“   საქართველოში  მოღვაწეობა დაიწყო 1993  წლიდან  და  მას შემდეგ  ქვეყნის სამთავრობო და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუებთან ერთად  განახორციელა  რიგი  წარმატებული  პროექტები  ბავშვთა  დაცვის,  ფორმალური და  არაფორმალური განათლების, სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების, მიკროფაინასების,  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, ქალთა  ჯანმრთელობის დაცვის,  STI/HIV-AIDS ინტრევენციიის და  საგანგებო სიტუაციებისადმი მზაობის, მასზე რეაგირებისა და დახმარების  კუთხით.

 

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) არის გაეროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ბაზირებული რომში, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრაზე მუშაობს. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი საქართველოში მოღვაწეობს 1997 წლიდან. ამ წლების განმავლობაში განხორციელებულია ოთხი პროექტი და მიმდინარეობს მეხუთე პროექტი.  ინვესტირებულია 51.6 მილიონი აშშ დოლარი, რომელმაც სარგებელი მოუტანა 103,092 ოჯახს სოფლად. 

 

იაპონიის ადამიანის უსაფრთხოების გრასრუტების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემაშტაბიან პროექტებს და მიზნად  ისახავს ადამიანის უსაფრთხოების  მხრივ მდგომარეობის  გაუმჯობესებას საქართველოში, საგრანტო პროგრამა ხორციელდება  ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მდგრადი სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბესთან ბრძოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და ა.შ.

 

1995 წლის ივლისში შექმნილი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ორიენტირებულია შედეგებზე, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ ადამიანებისა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრების პირობები. მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, CSRDG ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი კვლევითი და საექსპერტო ორგანიზაცია და საიმედო პარტნიორი დეველოპერული საქმიანობის სფეროში. მისი მისიაა კარგი მმართველობის, სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ქართული საზოგადოების კეთილდღეობისთვის. CRRDG უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის წახალისებით და კარგი მმართველობის მხარდაჭერით. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პროფესიული კომპეტენცია, ურთიერთთანამშრომლობა და სოლიდარობა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.

 

Polish Aid არის პოლონეთის განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ბრენდი, რომელიც ხორციელდება განვითარებად ქვეყნებში. მისი ხედვა არის პოლონეთის დახმარების აქტიური მონაწილეობა დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის უკეთესი, უფრო მდგრადი სამყაროს მშენებლობაში. განვითარების თანამშრომლობა ეხება განვითარების დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას და გლობალურ განათლებას. პოლონეთის დახმარება უზრუნველყოფს შეიარაღებული კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას, ზრუნვას და დაცვას. ეს არის ნამდვილი დახმარება პარტნიორი ქვეყნების თემებისთვის: მშვიდობიანი, სამართლიანი და ძლიერი ინსტიტუტების ერთობლივი აშენება და განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ღირსეული სამუშაო, ჯანდაცვა და სუფთა წყალი. პოლონეთის დახმარების მნიშვნელოვანი ელემენტია გლობალური განათლება, რომელიც მიზნად ისახავს პოლონეთის საზოგადოებას გააცნობიეროს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელი გამოწვევები. ყველა, თავისი ყოველდღიური არჩევანითა და ქმედებებით, თანაპასუხისმგებელია ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, როგორც უშუალო სიახლოვეს, ისე შორეულ ქვეყნებში.

 

კარიტასი არის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ორგანიზაცია პოლონეთში. იგი შედგება 44 რეგიონულ დონეზე მოქმედცსაეპარქიო კარიტასის ორგანიზაციისგან და პოლონეთის კარიტასისგან, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ კამპანიებზე და საერთაშორისო დახმარებაზე - განსაკუთრებით სტიქიური უბედურებებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა მხარდაჭეროის კუთხით მთელ მსოფლიოში. პოლონეთის კარიტასი თავის საქმიანობას ახორციელებს პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით 1990 წლიდან. პოლონეთის კარიტასმა განახორციელა მრავალი ჰუმანიტარული და განვითარების პროექტი კონფლიქტებით, ომებითა და სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ 46 ქვეყანაში. პოლონეთის კარიტასი ახორციელებს თავის პროექტებს  ბენეფიციარ ქვეყნებშიკარიტასის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ის ასევე თანამშრომლობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მხარს უჭერს პოლონელი მისიონერების საქველმოქმედო საქმიანობას მთელ მსოფლიოში.
 

ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურას და პასუხისმგებელია ადგილობრივი განვითარების  სტრატეგიის შემუშავებაზე, საგრანტო განაცხადების შეფასებაზე და შერჩევაზე. ახმეტაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჯგუფში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი.

 

 

 

 

 

 

 


 

 

 


 

 

  • AGAJ