პარტნიორები

 

 საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის  პროფესიული გაერთიანება, რომელთა წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასოციაციის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის      განვითარების  მხარდაჭერა მედიის მდგრადობის და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც საბოლოო ჯამში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და  განათლებას უკავშირდება. AGAJ დაარსდა 2017     წელს  და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია  „ბრიჯი“.  ასოციაციის პარტნიორია  აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ) და მისი ფინანსური  მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში, რომელიცHEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ასოციაციის  მთავარი ამოცანებია: აგრომიმართულების მომუშავე ჟურნალისტთა პროფესიული უნარების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობა; კვლევაზე ორიენტირებული სიღრმისეული და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების ახალი ამბების წარმოების მხარდაჭერა სხვადასხვა მედია საშუალებებში, ონლაინ, ბეჭდურ  და  სამაუწყებლო მედიაში; აგროჟურნალისტთა პროფესიული უნარების განვითარების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება/ხელშეწყობა ტრენინგ-სემინარებითა და სხვა ინსტრუმენტებით; პროფესიული მოვალეობის შესრულების აგროჟურნალისტის უფლებების დაცვა/მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციიის შეგროვების, გადამუშავებას და გავრცელების ხელშეწყობა; ადგილობრივი და საერთაშორისო დონის აქტივოებებში აგროჟურნალისტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;

 

„შავი ზღვის ეკო-აკადემია“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 1994 წელს იქნა დაფუძნებული შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს მიერ ბათუმში. თავისი ოცდაერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში აკადემიამ განახორციელა ოცდაათზე მეტი პროექტი გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვის, სოციალურ-ეკონომიკური და სოფლად განვითარების, ბიომრავალფეროვნების დაცვის და დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში. 

ორგანიზაციის მთავარი  მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე, ეკოლოგიურ მეცნიერებათა პოპულარიზაცია, ახალგაზრდული ეკოლოგიური ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესებში საზოგადოების მაღალი ჩართულობის მხარდაჭერა.როგორც შავი ზღვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წევრი, „შავი ზღვის ეკო-აკადემია“  ასრულებს დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას შავი ზღვის რეგიონში სხვადასხვა საერთაშორისო, ადგილობრივ გარემოსდაცვით  და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, ასევე მედია საშუალებებს  შორის. 

„შავი ზღვის ეკო-აკადემიის“ მიზანია საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ფართო საზოგადებასა და სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, ეფექტიანი მმართველობის მოდელების შემუშავება, მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

 

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც დაფუძნდა 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ორგანიზაციის წევრები არიან 1200 ფიზიკური პირი და 74 იურიდიული პირი.

ორგანიზაციის ხედვაა სასოფლო თემების განვითარება, რომლებშიც ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ორგანიზებული ჯგუფები, პასუხისმგებელი არიან თავიანთ რესურსებზე. როგორც ჯგუფებს, ასევე ინდივიდებს აქვთ საკუთრებისა და პასუხისმგებლობის უფლება, ასევე გამოიყენონ ეკოლოგიურად უვნებელი მეთოდები პროდუქციის წარმოებაში, გადამუშავებაში და გაყიდვაში, თემში, საზოგადოებაში მაქსიმალური შედეგის მისაღებად. სოფლად თემთა განვითარებოს სააგენტოს მიზანია დაიცვას და ხელი შეუწყოს თემის თითოეული წევრის უფლებებისა და ღირებულებების დაცვას, განავითაროს და გააძლიეროს სამოქალაქო ჯგუფები სოფლად და მხარი დაუჭიროს სოფლად მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას, დევნილებს, მიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ადგილობრივ მმართველობას, კერძო სექტორს და სხვა არასამთავრობო/თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს.

 

  • AGAJ