სასურსათო უსაფრთხოების შესახებ

სასურსათო უსაფრთხოების შესახებ

 “სასურსათო უსაფრთხოება”, როგორც ცნება, ფართო სპექტრს მოიცავს. პირველად აღნიშნული ტერმინი 1970-იანი წლებში გაჟღერდა და მას შემდეგ მისი შინაარსი რამდენჯერმე შეიცვალა დღესდღეობით     მას  გაერთიანებული ერების  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) შემდეგნაირად განმარტავს:

“სასურსათო უსაფრთხოება ეს არის ყველა ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო     რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე.

 

ისტორია

სასურსათო უსაფრთხოების პირველადი განმარტება, რომელიც მსოფლიო სასურსათო სამიტზე 1974 წელს იქნა შემუშავებული, მეტწილად სურსათის მიწოდებასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობას უსვამდა ხაზს:“სასურსათო უსაფრთხოება მიღწეულია მაშინ, როდესაც მუდმივად არსებობს საბაზისო სურსათის საკმარისი ხელმისაწვდომობა, რაც უწყვეტ მოხმარებას უზრუნველყოფს და წარმოებისა და ფასების დაბალანსებას უწყობს ხელს”. 1996 წელს, მსოფლიო სასურსათო სამიტმა ცვლილებები შეიტანა არსებულ განმარტებაში და მიზნად დაისახა შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის განახევრება 2015 წლისთვის:

“სასურსათო უსაფრთხოება დაცულია მაშინ, როდესაც ჯანსაღი და სრულფასოვანი სურსათი ყველასათვის საკმარისი და ხელმისაწვდომია, არა მარტო ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა აკმაყოფილებდეს დიეტურ საჭიროებებს და, ასევე, ქმნიდეს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ უპირატესობა მიანიჭოს იმ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესს.”

სასურსათო უსაფრთხოების 4 საყრდენი

მსოფლიო სასურსათო სამიტის (1996) საყოველთაოდ მიღებული განმარტება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სასურსათო უსაფრთხოების მრავალგანზომილებიან სახეს. შესაბამისად, FAO-ს მიხედვით, სასურსათო უსაფრთხოება მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: (1) სურსათზე ხელმისაწვდომობას, (2) სურსათზე ეკონომიკურ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობას (3) სურსათის მოხმარებას და (4) სურსათის მოხმარების სტაბილურობას. იმისათვის, რომ სურსათის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საჭიროა ოთხივე საყრდენის არსებობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება, ინდივიდი ან ქვეყანა შეიძლება დადგეს სასურსათო უსაფრთხოების რისკის წინაშე.

2013 წლის სექტემბერში „ოქსფამმა “დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი სასურსათო უსაფრთხოების პროექტის განხორციელება, რომლის მთავარი მიზანი იყო ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში.

ოქსფამი პროექტს ახორციელებდა  პარტნიორ ორგანიზაცია „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანასთან“ ერთად  შემდეგი გზებით:

1.სრულფასოვანი სურსათის ხემისაწვდომობის პოლიტიკის ჩამოყალიბებით და  მართვით

2. ადგილობრივი სურსათის წარმოებისა და მოხმარების საკანონმდებლო ბაზის შექმნით

3. მცირე ფერმერების მათ შორის ქალი ფერმერების აქტიური მონაწილეობით, რათ მათი ინტერესები გათვალსიწინებულ იქნეს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტარტეგიების შემუშავების პროცესში.

პროექტის დასასრულს გაჟღერდა მთავარი გზავნილები  და  პრიოროტეტები, რომელზეც  მუშაობას    განაგრძობს ოქსფამის სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება (ბრიჯი) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსთან ერთად.

აღნიშნული გზავნილებია, კერძოდ:

  • სასურსათო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება
  • სახელმწიფო ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო ასიგნებების ხვედრითი წილის გაზრდა 10%-მდე
  • მცირე და საშუალო ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კაპიტალური ინვესტირების მიზნობრივი საგრანტო პროგრამების ყოველწლიური დაფინანსების 25 მ. ლარამდე გაზრდა
  • მიწის კოდექსის მიღება
  • სურსათის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების ჩართვის წახალისება/ხელშეწყობა
  • გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა

პროექტის განმავლობაში არა-ერთი კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და ადგილობროვი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა მცირე მეურნეების მხარდაჭერის გზით. კვლევები და სხვა მასალები ხელმისაწვდომია ბრიჯის საიტზე.

  • AGAJ