ინოვაციები სასოფლო თემების მედეგობისთვის
პროექტი „ინოვაციების სადემონსტრაციო დღეები სასოფლო თემების განვითარებისა და მედეგობის ასამაღლებლად“, დაფინანსებულია ვიშეგრადის ფონდის მიერ და მისი მიზანია გააცნოს და წარუდგინოს თემებს ინოვაცური ტექნოლოგიების სარგებლიანობა სოფლის მეურნეობაში, ადგილობრივი საოჯახო მეურნეობების გაძლიერების, კატასტროფების რისკების მიმართ მედეგობისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების მიმართულებით. ვიშეგრადის ექსპერტებმა პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან პროექტის ფარგლებში ჩატაარეს ტრენინგები და სადემონსტრაციო აქტივობები თემების წევრების, ადგილობრივი მეწარმეების, მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. მათი მხარდაჭერა ასევე მოიცავდა ზედამხედველობას და კონსულტაციებს. ისინი დამსწრეებს უზიარებდნენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, ასევე აცნობდნენ დაბალი ღირებულების მქონე, თემისთვის ხელმისაწვდომ ინოვაციურ მოწყობილობებს, რომლებიც არის ენერგო-ეფექტური, შემოსავლის მომტანი და შესაძლებელია დამზადდეს ადგილობრივად ხელმისაწვდომი მასალებისგან.
ტრენინგები და სადემონსტრაციო დღეები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთნენ კატასტროფების რისკების შემცირების ადგილობრივი რესურს ცენტრები ჩატარდა დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. პროექტის პირველი ფაზის შედეგად, ტრენინგის მონაწილეებმა წარმოდგენილი ტექნოლოგიებიდან აირჩიეს ყველაზე პრაქტიკული და მათთვის საჭირო მოწყობილობები, რის შემდეგაც მოხდა მათ ასაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა. დასკვნითი ფაზის ვიზიტებისას, ექსპერტებმა ადგილობრივი მოსახლეობიდან შერჩეულ პირებთან ერთად აწყვეს ორი კონსტრუქცია (ერთი თითოეულ მუნიციპალიტეტში), რაც იყო პრაქტიკული დემონსტრირება და რმაც ხელი შეუწყო ხსენებული ტექნოლოგიის რეპლიკაციას ადგილობრივ მოსახლეობაში და თემებში.
ტრენინგები და სადემონსტრაციო დღე შეჯამდა მედია ტურით, სადაც ჟურნალისტები გაეცნენ ინოვაციური ტექნოლოგიების სადემონსტრაციო სემინარების არსს და მიირეს ინფორმაცია ხსენებულ მუნიციპალიტეტებში აწყობილი კონსტრუქციების გამოყენებისა და სარგებლიანობის შესახებ.