ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება
”ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება” ლატარიის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი სახელწოდებით: „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“
პროექტი მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების საარსებო პირობების გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოების და ქალთა ეკონომიკური ლიდერობის წახალისების კუთხით.
პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ძირითადად მოიცავდა საქართველოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 5 თემს, ესენია: წინამძღვრიანთკარი, ფასანაური, ნიჩბისი, შარახევი და საგურამო.
პროექტის ბენეფიციარები სამიზნე რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ძირითადად ქალები იყვნენ. ადგილობრივი პრობლემების გადაჭრისთვის პროექტი ქალთა და თემის სხვა წარმომადგენელთა ადვოკატირების უნარ-ჩვევების განვითარებას და ეკონომიკურ გააქტიურებას უწყობდა ხელს.