სიახლეები

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის პლენარული შეხვედრა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის პლენარული შეხვედრა

2019 წლის 5 ივნისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ალიანსის მორიგი პლენარული  შეხვედრა გაიმართა. ალიანსს კოორდინაციას უწევს „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება “, აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა პროექტის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ფარგლებში, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ალიანსის წევრებს პოლიტიკის და მართვის კვლევითი ცენტრის წამომადგენელმა, მიხეილ  სხიერელმა ალიანსის  წევრებს წარუდგინეს პოლიტიკის ნარკვევის წინასწარი შედეგები, სახელწოდებით  „ სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაცია საქართველოში“.  პოლიტიკის ნარკვევის მიზანი იყო სოფლად არსებული პრაქტიკის გამოწვევების გამოკვლევა დაშესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

შეხვედრაზე  ასევე   მერსი ქორის  წარმომადგენელმა გიგა  სარუხანაშვილმა და  საქართველოს ადგილობრივი ჯგუფების განვითარების  ასოციაციის წევრმა ლანა ჩადუნელმა (GALAG) წარმოადგინეს კიდევ ერთი საინტერესო პოლიტიკის ნარკვევი „LEADER მეთოდოლოგიის, როგორც სოფლის განვითარების ეფექტური ინსტრუმენტის აღიარება საქართველოში“.

ალიანსის წევრება  იმსჯელეს არსებული პრობლემების გაუმჯობესების რეკომენდაციებზე და  წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევების ადვოკატირების გზებზე, კერძოდ თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ნარკვევების გაცნობა და ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან.

შეხვედრას ალიანსის  წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ალიანსში გაწევრიანების მსურველი  ორი ახალი ორგანიზაცია  ააიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ფონდი“ და  კავშირი -ასოციაცია „აგორა“, რომლებმაც  ალიანსის  წევრებს გააცნეს თავიანთი საქმიანობა ისაუბრეს  ალიანსთან თანამშრომლობის  ფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

ალიანსი მომავალშიც აქტიურად  გააგრძელებეს ზემოთ აღნიშნული საკითხების  ადვოკატირებას სათანადო სამთავრობო ინსტიტუტებთან დაშესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

 

  • AGAJ