სიახლეები
საქართველოს ფერმერთა კონგრესი
საქართველოს ფერმერთა კონგრესი -ადგილობრივი საბაზრო კავშირები მცირე ფერმერებისათვის, გამოწვევები და შესაძლებლობები
2019 წლის 21 ივნისს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგში“ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ და ჩეხურმა ორგანიზაციამ "ფიფლ ინ ნიდ“ გამართა საქართველოს ფერმერთა კონგრესი, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ .
„კონგრესსზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვა კრისტინა კასელამ - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ქეთი გეთიაშვილმა - ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება, ონდრეი ნადვორნმა - „ფიფლ ინ ნიიდ“ და გიორგი მიშელაძემ - სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო
2014 წლიდან მოყოლებული ბრიჯ-ინოვაციa და განვითარება ყოველწლიურად აწყობს საქათველოს ფერმერთა კონგრესს, რომელიც არის მძლავრი პლატფორმა ფერემერებისათვის, რათა მათ ჰქონდეთ მუდმივი დიალოგი დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა ხელისუფლება, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. დღევანდელ ფერმერთა კონგრესზე ფერმერებმა ისაუბრეს მათთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე, კერძოდ ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობა. განიხილეს როგორც არსებული გამოწვევები ასევე შესაძლებლობები და მოხდა მათი დაკავშირება საქართველოში მოქმედ წამყვან ჰიპერმარკეტებთან. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა რადგან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ადგილობრივ ბაზარზე კავშირების გასაძლიერებლად მცირე ფერმერებისათვის „- ქეთი გეთიაშვილი - ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება.
კონგრესს დაესწრნენ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენელი ფერმერები საქართველოს რეგიონებიდან, ასევე საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
კონგრესის ძირითადი მიზანი იყო დიალოგის ხელშეწყობა ფერმერებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კონგრესის მონაწილეებმა, იმსჯელეს კერძოდ თუ რა გამოწვევები აქვთ ფერმერებს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გასაღების კუთხით. კონგრესმა ასევე საშუალება მისცა მცირე ფერმერებს დაამყარონ და გაცვალონ კონტაქტები სამომავალო თანამშრომლობის მიზნით.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და მათ დიალოგს.
პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს, მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დანერგვის ხელშეწყობაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.