სიახლეები

მონიტორინგ ვიზიტი წალკის მუნიციპალიტეტში

მონიტორინგ ვიზიტი წალკის მუნიციპალიტეტში

2019 წლის 24 სექტემბერს ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების გუნდის წევრები ოიაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, სადაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ბიო ბრიკეტირების საწარმოსთვის, რომელიც ბრიჯის ინიციატივით იაპონიის საელჩოს მწვანე პოლიტიკის ფარგლებშია დაგეგმილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. საელჩოს და ბრიჯის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს აღნიშნული პროექტის სარგებლიანობა ადგილობირვი მაცხოვრებლების პირობების გასაუმჯობესებლად და ტყის განადგრუბისაგან დამცავი პრაქტიკის დასანერგად საქართველოში.
პროექტი შემუშავადა ბრიჯის ექსპერტების ჩართულობით და ხელს უწყობს ადგილობრივ ეკო მიგრანტებს ჩაანაცვლონ შეშა ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით, რითაც შექმნის კარგ პრეცედენტს სამომავლოდ, რომ დაინერგოს ტყის განადგურებისაგან დამცავი პრაქტიკა საქართველოში და მოხდეს მისი რეპლიკაცია სხვადასხვა თემებში. ბიო-ბრიკეტების ფასი ორჯერ ნაკლებია შეშაზე, რაც მნიშვნელოვანია წალკაში მცხოვრები ეკო-მოგრანტების სიღარიბის შემცირებაში.

ადამიანის უსაფრთხოების გრასრუტების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემაშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში, საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მდგრადი სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბესთან ბრძოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და ა.შ.

  • AGAJ