სიახლეები
ყველის ზეიმის დღე ლურჯ ალავერდში
2021 წლის 27 ნოემბერს, სოფელ ალავერდში "ლურჯი ალავერდის" ტერიტორიაზე, ბრიჯის გუნდმა გამართა "ყველის ზეიმის დღე". ღონისძიება მოეწყო პროექტის: „ხარისხიანი ყველის ღირებულების ჯაჭვისა და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
ყველის ზეიმის დღე მიზნად ისახავდა, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ყველის მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მოწვეული ფერმერებმა დამსწრეებს გააცნეს ყველის მოსამზადებლად გამოყენებული უძველესი მეთოდები და სხვადასხვა სახის ყველის მომზადების სპეციფიკური დეტალები.
ღონისძიების დევიზი “ახალი, უვნებელი, ნატურალური”