სიახლეები
გენდერი და ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვა

2018 წლის ივნისში საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (თიანეთი, დუშეთი და თელავი ) დასრულდა ბრიჯის მიერ ორგანიზებული ტრენინგების სერია „გენდერი და ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვა“, ღოინისძიება ჩატარდა პროექტის კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში““ ფარგლებში, და პროგრამა ფიანასებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) მიერ და ახორციელებს ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ პარტნიორობით.
ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვიმმართველობის და თემის წარმომადგენლები.მონაწილეებმა იმსეჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დღესდღეობით, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედი ზოგიერთი სტერეოტიპი, მაგალითად ქალისა და კაცის როლების დაყოფა, ასევე ქალების ნაკლებობა გადაწყვეტილების მიმღებ მაღალ პოზიციებზე სხვადსხვა თემებსა და მუნიციპალიტეტებში, რაც შესაბამისად ხელს უშლის ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის პროცესებში ქალების გადაწყვეტილების მიღების უნარების აღიარებას.
ტრენინგის მონაწილეებს საშულაება ქონდათ გასცნობოდნენ ბრიჯის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევას „გენდერი და ბუნებრივი კატატსროფები“ რომელმაც აჩვენა, რომ ზოგიერთ სოფელში კაცების ჩართულობა კატასტროფის წინარე მოსამზადებელ სამუშაოებსა და ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში ასევე გამოწვევაა. ასეთ შემთხვევებში, კაცები ძირითადად თავიანთ ფიზიკურ ძალას ეყრდნობიან და ასევე, ტრადიციულ მასკულინურ საზოგადოებებში დამკვიდრებულ ატრიბუტებს, როგორიცაა - გამჭრიახობა და ძალაუფლება. მსგავსი დამოკიდებულებები ხელს უშლის კაცების მონაწილეობას თემის მედეგობის გაძლიერებაში.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ბიჭები და გოგონები, კვლევის სამიზნე რეგიონებიდან, ფლობენ საბაზისო ცოდნას გადაუდებელ სიტუაციებში თავიანთი როლების შესახებ.
საქართველოში კატასტროფით გამოწვეული რისკები მუდმივი პრობლემაა ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებებიდან და ისეთი ბუნებრივი კატასტროფებისადმი მიდრეკილებიდან გამომდინარე, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, მიწისძვრა, სეტყვა, გვალვა. რისკებს ამძაფრებს აღნიშნული კატაკლიზმებისადმი მოსახლეობის მოწყვლადობაც. ბუნებრივი კატასტროფა არ არის გენდერულად ნეიტრალური. ის ქალებს, კაცებს, გოგონებსა და ბიჭებს სხვადასხვანაირად შეეხება - განსხვავებული საჭიროებებით, მოწყვლადობით, გამოწვევებით და პოტენციალით.