ჩვენი გუნდი
ნინო ქარელი
დამფუძნებელი და გამგეობის წევრი
ქ-ნი ნინო ქარელი არის „ბრიჯის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ბრიჯის“, როგორც დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში. მის ფუნქციებში შედის საქმიანობის სხვადასხვა სფეროების, მათ შორის ბიზნესის ანალიზის და ოპერაციების ფინანსირების, და ასევე კონტრაქტების მართვის და უწყვეტი საორგანიზაციო განვითარებისათვის კონსულტირება და ხელშეწყობა.
ქ-ნ ნინო ქარელს აქვს „ოქსფამში“ მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება სტრატეგიულ ფინანსურ კონსულტირებაში და ბიზნესის მართვაში. „ოქსფამის“ საქმიანობის ფარგლებში ის მუშაობდა, ძირითადად როგორც ქვეყნის პროგამების მართვის გუნდის წევრი მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში, ერაყის, ისრაელის და პალესტინის, რუსეთის, ტაჯიკეთის და იემენის ჩათვლით. შეძენილი გამოცდილების საფუძველზე ნინოს შეუძლია კოლეგებს გაუზიაროს ისეთი საკითხების ღრმა წვდომა, როგორიცაა ორგანიზაციის მიერ ოპტიმალური არჩევანის გაკეთება, მენეჯმენტის სტრუქტურა და რესურსების მაქსიმალურად რენტაბელური გამოყენება. ადამიანური რესურსების მართვაში მისი ფართო გამოციდლების საფუძველზე ნინო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უშუალოდ მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამშრომლების და მთლიანად პროგრამის გუნდის წევრების პოტენციალის გაძლიერებას და კარიერულ განვითარებას.
„ოქსფამში“ და „ბრიჯში“ მუშაობის დაწყებამდე ქ-ნი ნინო ქარელი იყო მიკროფინანსების სპეციალისტი დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციაში “Children’s Aid Direct” და მართავდა მიკროსაწარმოების განვითარების პროგრამებს საქართველოში და ლიბერიაში, ასევე სამ წელიწადზე მეტი მართვადა ამავე ორგანიზაციის მთლიან პროგრამას.
ქ-ნი ნინო ქარელი არის სერტიფიცირებული აუდიტორი, რომელიც მშობლიური ქართული ენის გარდა, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.