ჩვენი გუნდი

გიორგი დათუსანი

დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე

გიორგი დათუსანი

გიორგი დათუსანი არის „ბრიჯის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. მისი ფუნქციები მოიცავს ორგანიზაციის   სტრატეგიული მიზნების, ძირითადი მიმართულებების და სამუშაო გეგმების  განსაზღვრას, პროგრამის თანამშრომლების და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ პროგრამის საქმიანობის სათანადო ვადებში  და ხარისხით  განხორციელების პროცესის მართვას, პროგრამის ფარგლებში ძირითადი მონაწილე მხარეების კოორდინაციას და ტექნიკური დახმარების გაწევას განმახორცილებელი პარტნიორებისთვის, მათი პოტენციალის განვითარების  ჩათვლით.

გიორგი დათუსანს აქვს სხვადასხვა ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების მართვის ცხრამეტწლიანი გამოცდილება სოფლად მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სათემო პირველადი ჯანდაცვის, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების სათემო მოდელების, აქტიური მოქალაქეობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, სათემო წყალმომარაგების და სანიტარული სისტემების სფეროებში.   

ბ-ნი დათუსანის  კვალიფიკაცია მოიცავს ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების მეთოდოლოგიებს, მათ შორის მონაწილეობის პოტენციალის და მოწყვლადობის ანალიზს (PCVA) და მრავალგავრი საფრთხის რისკის შეფასებას. მას ასევე აქვს ადგილობრივ და რაიონულ დონეზე დაგეგმვაში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების ინტეგრაციის დიდი გამოცდილება,   განვითარების საკითხების,  ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და პრაქტიკის ღრმა ცოდნა, თემთა მობილიზაციის უნარი, მონაწილეობაზე დაფუძნებული დაგეგმვის და ანალიზის განხორციელების,  ასევე ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების პოტენციალის განვითარების და პოტენციალის განვითარების დაგეგმვა/ხელშეწყობის გამოცდილება. აღსანიშნავია ასევ ბ-ნი დათუსანის ცოდნა და აღიარებული გამოცდილება პროექტის ციკლის მართვაში, მათ შორის პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგის და შეფასების ჩარჩოს შემუშავება-განხორციელებაში, მთავრობასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან  საქმიანობის კოორდინაციაში.

ბ-ნ გიორგი დათუსანს აქვს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და იურისტის დიპლომი.

მშობლიური ქართული ენის გარდა, გიორგი დათუსანი ასევე   ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

  • AGAJ