მისია

ჩვენი მისიაა, სიღარიბის დაძლევა და ამ მიზნით მეტი ქალისა და კაცის, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მათ შორის ახალგაზრდების გაძლიერება, რათა შეძლონ ადგილობრივი პოტენციალით თავიანთი საქმიანობიდან სტაბილური შემოსავლის მიღება და ამავდროულად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვა.

ამ მისიის ფარგლებში:  

  • » ჩვენ, მხარს ვუჭერთ, განვითარების მდგრადი მოდელების შემუშავებას და ხელს ვუწყობთ ხელისუფლების მიერ ამგვარი მოდელების ინსტიტუციონალიზაციას;

    » ვეხმარებით, მცირემიწიან ფერმერებს ზეგავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე, რათა პოლიტიკის დაგეგმვა და შემუშავება მათ საჭიროებებს ეფუძნებოდეს;

    » მხარს ვუჭერთ სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და რეალიზაციის პროცესში ჩართულ მხარეებს შორის პროდუქციის და მომსახურების მიწოდებისას სტაბილური ღირებულებათა ჯაჭვის ჩამოყალიბებაში, ახალი ბაზრების მოპოვებისა და ათვისების მიზნით;

    » ვმონაწილეობთ შავი ზღვის ქვეყნებში სოფლის ტურზიმის ქსელის შექმნაში, რაც ხელს უწყობს თემში მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას, გარემოს დაცვითა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებით;

    » მხარს ვუჭერთ აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარებას საქართველოში, მედიის მდგრადობის და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და განათლებას უკავშირდება;

    » ჩართულები ვართ თემის მობილიზების, მათი მედეგობისა და უნარების განვითარებისა და გაძლიერების და სოფლად ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაოებში;

    » ვცდილობთ, შევამციროთ ბუნებრივი კატასტროფების და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების რისკი და ამ მიზნით განსაკუთრებით ვითვალისწინებთ სიღარიბეში და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა საჭიროებებს;

    » საჭიროების შემთხვევაში, ვიცავთ სოციალურად დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელების საშუალებით;

    » მხარს ვუჭერთ, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს განამტკიცონ თავიანთი უფლებები, აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიული მმართველობის პროცესებში ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე და გაიუმჯობესონ ეკონომიური მდგომარეობა;

    » ვმუშაობთ, საქართველოს რეგიონებში აქცენტით იმ სოფლებსა და ქალაქებზე, სადაც აღინიშნება სიდუხჭირე და ინვესტიციების სიმცირე, და სწორედ ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე ვახდენთ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებას სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით, ადგილობრივ და ცენტრალურ მთვარობასთან მუშაობით.

 

  • AGAJ